Tuesday, November 10, 2009

პროექტი




1. პროექტის სახელი ქართველი მათემატიკოსები.



2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: მოსწავლეებმა მოიძიონ ბიოგრაფიული ცნობები და ღვაწლი ქართველებისა მათემატიკის განვითარებაში.


3. პროექტის სრული აღწერა: კლასი დაიყო სამ ჯგუფად. თითოეულმა წარმოადგინა
თითო ქართველი მათემატიკოსი. წარმოადგინეს მათი ბიოგრაფიები, ფოტომასალა,გამოაქვეკნეს კედლის გაზეთები.

1.ილია ვეკუა (1907-1977) მან კერძო წარმოებულებიანი ელიფსური განტოლებებისათვის დაამუშავა ამოხსნათა ზოგადი წარმოდგენების თეორია და შესაძლებელი გახადა მისი გამოყენება სასაზღვრო ამოცანების შესასწავლად

2 .37 საუკუნის წინანდელი ენიგმატური ფესტოსის დისკო, რომელიც 1908 წელს აღმოაჩინეს კუნძულ კრეტაზე, დღემდე მეცნიერთა თავსატეხად იქცა. ქართველმა მკვლევარმა გია კვაშილავამ მათემატიკური განათლებით, მდიდარი წარმოსახვითა და ლოგიკური აზროვნებით შეძლო ალგორითმის შექმნა, რასაც 17 წლის უწყვეტი შრომა მიუძღვნა.

3.ანდრია რაზმაძე (1889-1929) სწორედ რაზმაძემ შეადგინა სასწავლო გეგმა და მათემატიკურ დისციპლინათა პროგრამები, პირველმა წაიკითხა ქართულ ენაზე მათემატიკის, აგრეთვე მექანიკისა და ფიზიკის ძირითადი კურსი, ქართულ ენაზე დაწერა პირველი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოები მათემატიკაში, საფუძველი ჩაუყარა ქართულ მათემატიკურ ტერმინოლოგიას, იყო წევრი "ქართული სალიტერატურო ნორმების დამდგენი კომისიისა"


4. მონაწილეთა ასაკი: მეათე კლასის მოსწავლეები.


5. ვადები / ხანგრძლივობა: ორი კვირა.


6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ინფორმაციის მოძიება და მოძიებული
ინფორმაციის გამოთქმის და
არგუმენტაციის , სხვისი მოსმენის, დასკვნი
გამოტანის, პრეზენტაციის უნარ-ჩვევების
განვითარება.
დამოუკიდებლად მუშაობა. შეძენილი ცოდნის
კონკრეტული კვლევის, ანალიზისა და
დასკვნის გამოტანის, პრეზენტაციის უნარ-
ჩვევების განვითარება.




7. მოსალოდნელი შედეგები : მოიპოვებს დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო მონაცემებს. გამოიმუშავებს მონაცემთა შეგროვების შესაფერის ხერხს, ცნობარებისა და ტექნოლოგიების გამოყენების უნარს.




8. სარგებელი სხვებისთვის: მოსწაცლეები რომლებიც არ მონაწილეობენ პროექტში გაეცნობიან ქართველ მათემატიკოსებს.


9. სამუშაო ენა: ქართული.


10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან


11. საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები
გაიუმჯობესებენ უნარებს გეოგრაფიაში და ისტ-ში



12. პროექტის ფასილიტატორი: ლია ძიგუა.


13. ფასილიტატორის ელ.ფოსტა: liadzigua1@gmail.com


14. პროექტის ფორუმი


15. პროექტის ვებ - გვერდი/ბლოგი